Published on: 07 August 2015
Audi -მა ახალი Q7 უფრო ეკონომიური და ხელმისაწვდომი გახადა
Audi -მა ახალი Q7 -ის Ultra სერია შემოგვთავაზა – დიზელის 3.0 TDI Ultra, რომლის სახალხო ჩვენებაც შემოდგომით ფრანკფურტის ავტოსალონში გაიმართება. იგი ოჯახის ყველაზე ეკონომიური და ხელმისაწვდომი წარმომადგენელი გახდება.
კროსოვერისთვის როგორც უკვე მიხვდით გამზადებულია 3 ლიტრი მოცულობის მქონე დიზელის ძრავა. ეს 6 ცილინდრიანი აგრეგატი გამოიმუშავებს 218 ცხენის ძალასა და 500 ნმ -ს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 7,1 წმ -ში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 216 კმ/სთ -ს. რაც შეეხება მის მადას, იგი 100 კმ -ზე მოიხმარს მხოლოდ 5,5 ლ საწვავს.
ეკონომიური Q7 შიდა ბაზარზე ეღირება 58 000 ევრო. ამასთან გეტყვით, რომ მის ოჯახში შემდეგი მოდის 272 ცხენის ძალის მქონე კროსოვერი, რომელიც 3000 ევროთი მეტი დაგიჯდებათ.