Published on: 09 September 2015
Audi -მ “ყველაზე დაცული” A8 წარმოადგინა
Audi -მ განაახლა გრძელი A8 -ის ბრონირებული ვერსია. კომპანიაში მას “თავდასხმისგან ყველაზე დაცული მოდელი ისტორიაში” -ს უწოდებენ. ავტომობილი წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის ავტოშოუზე, მანამდე კი ოფიციალური ფოტოები და რამოდენიმე დეტალი შეგვიძლია ახლა შემოგთავაზოთ.
ინგლოშოტლანდიელები ირწმუნებიან, რომ სუპერ სედანზე საიდუმლო სამხედრო დანაყოფი მუშაობდა. ასევე სიამაყით აცხადებენ, რომ დაცვის კლასი VR7 -დან VR9 -მდე აიყვანეს ( ეს ნიშნავს 7,62 კალიბრის ტყვიებისგან და მძლავრი ყუმბარებისგან დაცვას.)
ყველაფერთან ერთად კლიენტებისთვის შეთავაზებულია ცეცხლის ჩასაქრობი სისტემა, ჰაერის გამწმენდს დამატებული უკანა გასასვლელი, რაც თანხის დამატებას მოითხოვს. ელექტრონიკის მართვის ბლოკი და დამატებითი აკლუმატორი განცალკევებით არიან დაცულნი.
ოთხამძრავიან A8 -ს მოძრაობაში მოიყვანს 435 ცხენის ძალის მქონე (600 ნმ) ბიტურბინირებული v8 ძრავა ან 6,3 ლ. მოცულობის W12 (500 ცხ.ძ. 625 ნმ). ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია გაყიდვების დაწყება, რომელიც მოხდება შემდეგ წელს.