სტატიები

Published on: 21 November 2019

Audi-მ თავისი ყველაზე მძლავრი კროსოვერი წარმოადგინა

თქვენს წინაშე ნიუბურგრინგის ახალი რეკორდსმენია: ჯერ კიდევ თავის პრემიერამდე კროსოვერმა Audi RS Q8-მ ნიუბურგრინგის 21 კილომეტრი 7 წუთსა და 42 წამში გაიარა. ეს მაჩვენებელი თითქმის BMW M5-ისა და Porsche Panamera Turbo-ს მაჩვენებელს უტოლდება, რაც 2 ტონა წონის მქონე ავტომობილისთვის კარგი შედეგია.

Audi Sport-ის განყოფილებას ამ ავტომობილისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუმუშავებიათ, ტექნიკურად RS Q8-მ ბევრი რამე თანაპლატფორმელ Lamborghini Urus-ისგან ითხოვა.

ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 3,8 წამში აკეთებს. შეზღუდვას თუ მოუხსნით ავტომობილი 250-ის ნაცვლად 305 კმ/სთ-ს ანვითარებს. თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური ნახშირბად-კერამიკული სამუხრუჭე სისტემის დაყენება არის საჭირო.

თეგები: ,


Back to Top ↑