Published on: 26 May 2015
Audi -მ ელექტრონულ R8 -ს ავტოპილოტის სისტემა დაუმატა
შანხაიში გამართულ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES) Audi -მ ავტოპილოტით აღჭურვილი მორიგი მოდელი აჩვენა. ამჯერად დამოუკიდებლობა ასწავლეს ელექტრონულ R8 e-tron -ს, რომელმაც მიიღო პრეფიქსი piloted driving.
რათქმაუნდა ეს ჯერ-ჯერობით კონცეპტია – კომპანიის პირველი სერიული მოდელი რომელიც ავტოპილოტზე ივლის ეს არის A8, რომლის წარმოებაში გაშვებაც 2017 წელს იგეგმება. მაგრამ, როგორც ახალი კონცეპტის ავტორები იტყობინებიან, იგი მზად არის მუშაობისთვის. მძღოლის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილეაბში ახალ R8 -ს დაეხმარებიან სპეციალური აღჭურვილობები. ესენი არიან: ულტრაბგერითი სენსორები, რადარები, ვიდეოკამერები და ასევე ლაზერული სკანერიც. ყველა ამ მოწყობილობიდან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს მართვის მძლავრი ბლოკი, რომელიც ავტომობილის გარშემო მყოფი სივრცის სრულ ფორმირებას აკეთებს.
ახალი R8 -ის გადაადგილებაზე ზრუნავს 462 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავა. 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 3,9 წამში, ჩვეულებრივ რეჟიმში მას შეუძლია 450 კმ -ის გავლა. თქვენ რას ფიქრობთ, სჭირდება R8 -ს ავტოპილოტის ფუნქცია?