Published on: 29 January 2017
Audi 343 ათას ავტომობილს უკან იხმობს
ამერიკულმა უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ნაციონალურმა სამართველომ (NHTSA) შაბათს უკან მოხმობის კამპანიის შესახებ განაცხადა, რომელშიც Audi -ს 342 867 ავტომობილი მოხვდა, რომელთა ასაკიც 5 წელს არ აღემატება.
ავტომობილებს უკან იხმობენ გამაგრილებელი სითხის ტუმბოს გამო, რომელიც შეიძლება გადახურდეს და აალების მიზეზი გახდეს. პრობლემური მოდელების სიაში მოხვდნენ : Q5, A5, A4 Allroad, A4 და A6, რომლებიც აღჭურვილნი არიან FSI სერიის ორლიტრიანი ძრავებით.
NHTSA -ს ინფორმაციით გაგრილების სისტემიდან გამაგრილებელი სითხის ტუმბოში შესაძლოა ნაგავი მოხვდეს, რაც მოწყობილობის გადახურებას გამოიწვევს. კომპანია Audi -მ შეიმუშავა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბლოკირების შემთხვევაში ტუმბოს კვების მიწოდებას შეუწყვეტავს. ახლა პრობლემური ავტომობილების “ტვინებში” ასეთი ფუნქცია არ არის. პროგრამის განახლებისთვის დაზარალებული მოდელების მფლობელებს მოუწევთ ოფიციალურ სადილერო ცენტრებს მიმართონ.