ვიდეო

Published on: 11 September 2019

აშშ-ს სანაპიროზე გადატრიალდა გემი, რომელსაც 4 ათასი ავტომობილი გადაჰქონდა

სამხრეთკორეული სატვირთო გემი, რომლსაც 4000 ავტომობილი გადაჰქონდა, აშშ-ს ერთ-ერთ სანაპიროზე ამოყირავდა. შემთხვევის მიზეზი წყლის სიღრმე იყო, რომელიც 11 მეტრას შეადგენდა. გემზე, სახელწოდენით Golden Ray, ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუირება დროულად მოხდა. კონკრეტულად რომელი ავტომობილები გადაჰქონდათ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევები საავტომობილო სამყაროში იშვიათი არაა. 12 მარტს  საფრანგეთის ნაპირებთან იტალიდან წამოსული სავაჭრო გემი Grande America ჩაიძირა. გემს 2000 ავტომობილი გადაჰქონდა, რომელთა უმეტესობა Volkswagen-ს ეკუთვნოდა, ხოლო ყველაზე ფასეული ტვირთი  Porsche 911 GT2 RS -ის ოთხი ეგზემპლარი იყო.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑