Published on: 09 June 2015
ახალი თაობის Audi A4 კამუფლაჟის გარეშე
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პაპარაცების მიერ გადაღებული ახალი Audi A4 -ის ფოტოები, სადაც ავტომობილი კამუფლაჟის გარეშე არის წარმოდგენილი. ავტომობილის ცოცხალი პრემიერა გაიმართება ფრანკფურტის ავტოსალონში, ხოლო მასთან უფრო ახლოს გაცნობა უკვე ახლაა შესაძლებელია.
პირველ რიგში ავტომობილში ყურადღებას იპყრობს შეცვლილი ოპტიკა თავისი ახალი ფორმებით. ასევე თვალში გვხვდება შედარებით გრძელი უკანა კარები, შესაძლოა ავტომობილის გაბარიტებიც გაზრდილი იყოს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, ავტომობილმა წონაში მოიკლო 100 კილოგრამით, აღიჭურვა ახალი თაობის მულტიმედიური სისტემითა და განახლდა ძრავების გამაც. ახალი A4 წარმოგვიდგება 150, 177 და 225 ცხენის ძალების მქონე TSI ძრავებით. ასევე დიზელის 122-190 ცხენის ძალიანი ძრავებითა და V6 TDI ძრავებით, რომლებიც ანვითარებენ 218-272 ცხენის ძალას. მათთვის, ვისაც მეტი სიმძლავრე უნდა ხელმისაწვდომი იქნება 360 ცხ.ძ. -ის მქონე TFSI ძრავა. ხოლო ვისაც მეტი ეკონომია უნდა ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდული ვარიანტი – ბენზინისა და ორი ელექტრო ძრავით.