Published on: 09 October 2018
ახალი სკანდალი Audi-ის გარშემო
ავტოკონცერნი Audi რამოდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის მთავრობას მცდან მონაცემებს აწვდიდა, რომლებიც ეხებოდა საწვავის მოხმარებასა და მავნე ნივთიერებების გამოყოფას. ინფორმაცია გამომცემლობა Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა, მათი თქმით ტესტირების პროტოკოლების გაყალბებაზე 2013 წლიდან ინგლოშტადტსა და ნეკარზულმეში არსებული ქარხნების თანამშრომლები მუშაობდნენ.
ამჟამად Audi-ის სამი თანამშრომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. გამოცმემლობა აღნიშნავს, რომ ავტო მწარმოებელი 2016 წლიდან თვითონაც ატარებდა შიდა გამოძიებას, მაგრამ საკუთარი ინიციატივით მონაცემები პროკურატურას არ გადასცა. ახალი საბუთები სამართალდამცავების ხელში მხოლოდ 2017 წლის მარტის თვეში აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ინგლოშტადტში აუდის ოფისში “დიზელის სკანდალთან” დაკავშირებული ჩხრეკა ჩატარდა.