Published on: 10 September 2018
ახალი Mercedes-Benz GLE “ნიღბის” გარეშე შენიშნეს
Mercedes-ის ახალი თაობის კროსოვერის GLE-ს ცოცხალი პრემიერა, როგორც მოსალოდნელია, პარიჟის ავტო შოუზე შედგება. მანამდე კი Instagram-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანელი კამუფლაჟის გარეშე არის წარმოდგენილი. ფოტო გადაღებულია ფრანკფურტის აეროპორტში, როგორც ჩანს აღნიშნული ავტომობილი AMG-ის პაკეტით არის აღჭურვილი. ამაზე მიგვითითებს გაზრდილი რადიატორის ჩარჩო და შავი დანართები.
თვითონ Mercedes-Benz-ი მოდელის ოფიციალურ გასაჯაროვებას არ ჩქარობს და მხოლოდ ტიზერული ვიდეო რგოლით შემოიფარგლა.
The New Mercedes-Benz GLE | First Teaser
The SUV trendsetter completely reconceived – the new Mercedes-Benz GLE.
Posted by Mercedes-Benz on Saturday, September 8, 2018