ვიდეო

Published on: 04 January 2018

ახალი “გელენდვაგენი”: პრემიერა გაიმართება 15 იანვარს

Mercedes-Benz -მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი თაობის G -კლასის პრემიერა ამ წლის 15 იანვარს გაიმართება. ავტომობილის დიზაინი შესრულებული იქნება იმავე “კვადრატულ” სტილში, რაც წინამორბედის. რაც შეეხება სალონს, რითაც ადრე “გელენდვაგენი” დიდად არ გამოირჩეოვოდა, აქ ძალიან ბევრი სიახლეა მოსალოდნელი. ხელსაწყოთა პანელი აღიჭურვება იმავე ხელსაწყოებით, რაც გხვდება თანამედროვე “მერსედესებში”. საჭე აღჭურვილი იქნება სენსორული ღილაკებით, როგორიც ფლაგმანურ S – კლასშია.

ახალი G-კლასი გაცილებით კომფორტული იქნება – გაიზარდა როგორც სიფართოვეში, ასევე უკანა მგზავრების ფეხებისთვის გაცილებით მეტი ადგილი იქნება (დამატებით 15 სმ).

თეგები: , ,


Back to Top ↑