სტატიები

Published on: 03 February 2018

ახალი “გელენდვაგენი” მიიღებს ვერსია G73-ს

ახალი “გელენდვაგენი” მიიღებს ვერსიას ინდექსით 73.  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომობილი აღიჭურვება 7,3 ლიტრი მოცულობის ძრავით (თუმცა მომავალში არც ეს არის გამონაკლისი). სავარაუდოდ საუბარია იმაზე, რომ ახალი G-კლასი (ისევე როგორც S-კლასი) მიიღებს ახალ ჰიბრიდულ აგრეგატს, რომელიც გააერთიანებს ბენზინის V8 და ელექტრონულ ძრავას. მთლიანი სიმძლავრე კი 800 ცხ.ძ. იქნება.  შედარებისთვის ძველი “გელენდვაგენის” ყველაზე მძლავრი ვერსია გამოიმუშავებს 630 ცხ.ძ. -ს.

რაში სჭირდება ავტომობილს ამხელა სიმძლავრე უცნობია, ის ხომ სპორტქარი მაინც ვერ გახდება. თუმცა გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს მოდელი გახდება ყველაზე პოპულარული.

თეგები: , ,


Back to Top ↑