სტატიები

Published on: 15 January 2018

ახალი G-კლასის მსოფლიო პრემიერა შედგა

დეტროიტის ავტოსალონში შედგა “გელენდვაგენის” ახალი თაობის პრემიერა. ახალმა G-კლასმა შეინარჩუნა წინამორბედის ცნობილი გარეგნობა, ამასთან ერთად მოიმატა გაპარიტებში: სიგრძე გაიზარდა 53მმ -ით, ხოლო სიგანე 121 მმ -ით. წონა შემცირდა 170 კგ -ით, ძარა შესრულებულია რკინისგან, ხოლო კაპოტი,კარებები – ალუმინისგან.

გერმანელებმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ძრავა დაანონსეს, ეს არის 4,0 ლიტრი მოცულობის V8, რომელიც გამოიმუშავებს 422 ცხ.ძ. შვიდი დიაპაზონის მქონე “ავტომატი” ჩაანაცვლა ცხრა საფეხურიანმა 9G-Tronic-მა.

ავტომობილის სალონი გაცილებით მოცულობითი და კომფორტული გახდა, ის გაფორმებულია ბოლო მოდელის E და S -კლასების სტილში. G-კლასის ტოპ ვერსიისთვის განკუთვნილია 12,3 დიუმი დიაგონალის მქონე ორი მონიტორი.

მყიდველებისთვის შეტავაზებული იქნება სალონის მორთულობის რამოდენიმე ვარიანტი: სხვადასხვა ხარისხისა და ფერის ტყავი, კარბონი, ხე ან მეტალი. აღჭურვილობის სიაში შევიდა: უსადენო დამტენი სმარტფონისთვის, ლუქი სახურავზე, ელექტრო რეგულირებადი სავარძლები გათბობით, მეხსიერებითა და მასაჟის ფუნქციით.

Mercedes-Benz G-კლასის გატიდვები ამ წლის ივნისის თვეში დაიწყება. ავტომობილის საწყისი ფასი იქნება 107 040 ევრო.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑