Published on: 29 July 2019
ახალი BMW M3 და M4 მექამიკურ გადაცემათა კოლოფს მიიღებს
BMW Blog-ის ინტერვიუში BMW M-ის ხელმძღვანელმა მარკუს ფლაშმა განაცხადა, რომ M3-ისა და M4-ის ახალი მოდელები, რომლებიც მალე ფართო პუბლიკას წარედგინება, აუცილებლად მიიღებენ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსიას. კონსტრუქციის სხვა დეტალების გამხელაზე უარი განაცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იქნება გადაცემათა კოლოფის ერთ-ერთი ვარიანტი – ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად.
ფლაშმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე ავტომატური და რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფები გამოცდილ მძღოლებზე სწრაფად ახდენენ გადაცემის გადართვას. თუმცა ასევე დაამატა, რომ “მექანიკა” სპორტქარებს სხვა რამეში სჭირდებათ: ის “ხაზს უსვამს ხასიათს” და საშუალებას აძევს მძღოლს უფრო კარგად იგრძნოს ავტომობილი და მართოს ის. ამიტომ, BMW-ს მფლობელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება.