სტატიები

Published on: 30 July 2018

V12 “გელენდვაგენი” უკუსვლით სახიფათოდ სწრაფად დადის

შტატებში გადაწყვიტეს Mercedes-AMG G 65-ის იშვიათი 12 ცილინდრიანი ეგზემპლარები სერვისზე გაეშვათ. ამის მიზეზი საკმაოდ მოულოდნელია. აღმოჩნდა , რომ ყველგანმავლის ექსტრემალური ვერსია უკუსვლით საკმაოდ სწრაფად დადის, რაც ინჟინრების აზრით საკმაოდ სახიფათოა. აღნიშნული სიჩქარე 25 კმ/სთ-ზე მეტს შეადგენდა. ამიტომ 12 ცილინდრიანი გელენდვაგენებისთვის სერვის კამპანია გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 12 ცილინდრიანი გელენდვაგენები 6 წლის წინ გამოჩნდნენ, ხოლო გასული წლის შემოდგომით სერიული წარმოების გაშვება მოხდა. 6 ლიტრა მოცულობის ტურბოძრავა M279 თავდაპირველად 612 ცხ.ძ. -სა და 1000 ნმ. ბრუნვით მომენტს გამოიმუშავებდა, ხოლო 2015 წელს V12 ძრავის სიმძლავრე 630 ცხ.ძ.-მდე  გაზარდეს. ავტომობილი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,3 წამში ავითარებს , ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ს შეადგენს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑