სტატიები

Published on: 01 December 2015

AC Schnitzer -ში BMW X6 უფრო მძლავრი და თანამედროვე გახადეს

ტიუნინგ ატელიე AC Schnitzer -მა თავისებური BMW X6 გამოუშვა, რომელშიც გაზრდილია სიმძლავრე და აღიჭურვა თანამედროვე დეტალებით.

დამატებით სიმძლავრეს ატელიეში გვთავაზობენ ავტომობილის ყველა მოდიფიკაციისთვის – დიზელის 30d და 40d დატიუნინგების შემდეგ 258 და 313 ცხენის ძალის ნაცვლად გამოიმუშავებენ შესაბამისად 309 და 360 ცხენის ძალებს. ხოლო 306 და 450 ცხენის ძალების მქონე 35i -მა და 50i -მ სიმძლავრეში მოიმატეს 360 -დან 525 ცხენის ძალამდე. X6 M -ის სიმძლავრის გაზრდა კი შესაძლებელი იქნება 575 ცხენის ძალიდან 650 ცხენის ძალამდე,

სალონის ფოტოები სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ როგორც ტიუნერები იძახიან მთავარია კლიენტმა ფული დაანახოს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი  მოპირკეთება.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑