სტატიები

Published on: 22 January 2017

BMW მთავარი დიზაინერის გარეშე დარჩა

სააგენტო Automotive News -ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ BMW -ს მთავარმა დიზაინერმა კარიმ ჰაბიბმა კომპანია დატოვა. ბავარიული ავტოწარმოების ოფისში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია თუ სად იმუშავებს დიზაინერი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს BMW Group -ი კიდევ ორმა მთავარმა დიზაინერებმა დატოვეს – ანდერს ვარმინგმა, რომელიც MINI -ს ბიუროს ხელმძღვანელობდა და გადავიდა Borgward -ში. ასევე ბენუა იაკობმა “i” -ს ქვედანაყოფიდან, რომელმაც სამუშაოდ კომპანია Future Mobility -ში გადავიდა.

აქვე ავღნიშნავთ, რო Borgward -ი და Future Mobility ჩინური კომპანიებია, აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა, რომ კარიმ ჰაბიბიც მსგავსმა შემოთავაზებამ დააინტერესა.

ჰაბიბის გუნდი BMW Vision Future Luxury Concept -ზე მუშაობს.

 

კარიმი Mercedes -ში მცირედი შესვენების შემდეგ 2012 წელს BMW -ში დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ედრიან ვან ჰოიდონკის  ეპოქის შემდეგ საავტომობილო მარკის ახალი “სახე” შეიქმნა. კომპანიაში მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ბოლო ავტომობილი შესაძლოა კროსოვერი BMW X7  აღმოჩნდეს, რომელიც გაყიდვაში 2018 წელს გამოვა.

თეგები: , ,


Back to Top ↑