სტატიები

Published on: 19 January 2017

განახლებული Volkswagen Golf GTE -სა და GTD -ის შეკვეთების მიღება დაიწყო

გერმანულმა კონცერნმა Volkswagen AG  ბაზარზე Golf -ის ოჯახის განახლებული ვერსიების გამოყვანას განაგრძობს. გუშინ,  18 იანვარს გერმანიაში GTE -ს პლაგინ-ჰიბრიდული ვერსიისა და დამუხტული GTD -ს შეკვეთების მიღება დაიწყო. ახალი მოდელების ფასები შესაბამისად 36 900  და 30 800 ევროდან იწყება.

Volkswagen Golf GTD 2017

2018 წლის Volkswagen Golf GTE და GTD გასულ კვირას ვენაში იქნენ წარმოდგენილი. მათ მიიღეს ექსტერიერის ყველა ის კოსმეტიკური განახლებები, რაც განახლებული Golf -ის მთლიანმა ხაზმა. ამის მიუხედავად GTD -ს კაპოტ ქვეშ არაფერი შეცვლილა და უწინდებურად აღჭურვილია 184 ცხ.ძ.  -ის მქონე TDI ძრავით. ჰეჩბეკი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 7,5 წმ -ში აკეთებს, უნივერსალი კი 7,9 წმ-ში.

განახლებული Volkswagen Golf GTE თითქმის ისევ ისე გამოიყურება როგორც ადრე, თუ არ ჩავთვლით წვრილ ლურჯ ზოლს რადიატორსა და წინა ბამპერზე არსებული ოპტიკის მცირედ ვიზუალურ ცვლილებებს. ავტომობილი უწინდებურად აღჭურვილია 1,4 ლიტრი მოცულობის TSI ტურბო ძრავითა და ელექტროძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრე შეადგენს 204 ცხ.ძ. -ს. სრულ დამუხტულ მდგომარეობაში კი მხოლოდ ელექტროძრავით შეუძლია 50 კმ -ის დაფარვა.

Volkswagen -ის განახლებული მოდელები ასევე აღიჭურვნენ დამხმარე სისტემებით: ქალაქში ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა, ქვეითების მონიტორინგი,  60კმ/სთ სიჩქარემდე ნაწილობრივ ავტომატური მართვის შესაძლებლობა და Emergency Assist – Golf -ის ახალი სისტემა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑