Published on: 07 October 2015
BMW -ს ყველაზე სწრაფი კუპეს ოფიციალური დეტალები [+Video]
კომპანია BMW -მ ოფიციალურად გაასაჯაროვა M4 -ის დამუხტული მოდიფიკაცია, რომლის სახელწოდებასაც GTS ასოთა შეთანხმება დაემატა. ავტომობილის დებიუტი შედგება 2015 წლის ბოლოს ტოკიოს საერთაშორისო ავტოსალონში.
მწარმოებელი BMW M4 GTS -ს აღწერს, როგორც “ექსკლუზიური ტექნოლოგიური შედევრი, რომელმაც BMW M4 კუპე ახალ შთაამბეჭდავ დონეზე აიყვანა”. ახალი ავტომობილის გამორჩევა შესაძლებელია აგრესიული აეროდინამიური გარეგნობით. ავტომობილი აღიჭურვა რეგულირებადი სპლიტერითა და უკანა სპოილერით, ასევე ახალი კაპოტით, პლასტიკური დიფუზორით, ახალი გამოსაბოლქვი სისტემით, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. აღსანიშნავია ასევე ადვილადდნობადი M -ის დისკები, რომლებსაც გარს აკრავს Michelin Pilot Sport Sup 2 საბურავები. ავტომობილმა ასევე მიიღო შუქდიოდური ოპტიკა.
BMW 4M GTS -ის ინტერიერში უნდა აღინიშნოს საჭე, რომელიც შემოსილია ალკანტარით. დამატებით ღირებულებაში შედის პაკეტი Clubsport Package, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კარკასს, უსაფრთხოების ქამრებსა და ცეცხლსაწინააღმდეგო სისტემას.
BMW M4 GTS -ის გული და მამოძრავებელი ძალა არის 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 500 ცხენის ძალასა და 600 ნმ ბრუნვით მომენტს. ძრავა მუშაობს 7 საფეხურიან ავტომატიკასთან. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 3,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 305 კმ/სთ -ს.
BMW M4 GTS -ი შეზღუდული რაოდენობით გამოვა და დაითვლის 700 ეგზემპლარს. დამუხტული M4 -ის ფასი და გაყიდვების დაწყება ჯერ-ჯერობით უცნობია.