Published on: 14 September 2015
რამ უნდა გიბიძგოს Mercedes S63 AMG -ის გოლფის ჯოხით განადგურებისაკენ? [+Video]
სამხრეთ კორეის მცხოვრებმა საკუთარი $150 000 ღირებულების Mercedes-Benz S63 AMG გოლფის ჯოხით დაამტვრია. როგორც გაირკვა მისი ასეთი საქციელი გამოწვეული იყო ახალი ავტომობილის გაუმართაობითა და სეულის Mercedes-Benz -ის სადილერო ცენტრის ცუდი მუშაობით.
კორეელს ახალი ნაყიდი Mercedes-Bens S63 AMG რამოდენიმეჯერ შუა გზაში ჩაუქრა. როდესაც მან სადილერო ცენტრს მიმართა, რათა ავტომობილი შეაკეთონ, იქ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ გამოსაბოლქვი მილის შეცვლით გადაწყვიტეს.
კორეელმა მოთმინება მას შემდეგ დაკარგა, როდესაც ის ამ ავტომობილით შვილთან და ორსულ მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა. 40 კმ/სთ -ზე ახალი Mercedes-Benz -ი კვლავ ჩაქრა. მძღოლმა უსაფრთხოდ გაჩერება ძლივს მოახერხა.
დილერი დაპირდა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა, მფლობელს ავტომობილს შეუცვლიდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან მენეჯერი, რომელმაც ამის პირობა დადო სადღაც გაქრა.
გაცოფებულმა ავტომფლობელმა თავისი Mercedes-Benz S63 AMG სადილეროს წინ დააყენა და ყველას თანდასწრებით დაამტვრია.