Published on: 18 August 2015
ახალი Kia Sportage კამუფლაჟის გარეშე შეამჩნიეს [Video]
გუშინ Kia -მ Sportage -სადმი პუბილკის ინტერესი ოფიციალური ტიზერებით გაამწვავა. მათი “მულტიმედიური” სტილის მიუხედავად ადვილი შესამჩნევი გახდა, რომ ახალი Kia Sportage ბევრ რამეში კომპაქტურ კროსოვერ KX3 -ს დაემსგავსება, რომელიც წარმოდგენილია ჩინურ ბაზარზე.
ტიზერისა და პაპარაცების კადრების მიხედვით, მოდელი მიიღებს ახალ ფარებს, რომლებიც ბამპერთან მიმართებაში უფრო ზემოთ განთავსდება, შუქდიოდურ ფარებსა და შეინარჩუნებს რადიატორის საფირმო ჩარჩოს, სახელად “ვეფხვის ცხვირი”.
გთავაზობთ ვიდეო რგოლს, რომელშიც წინასერიული Sportage წარმოდგენილია კამუფლაჟის გარეშე. სამწუხაროდ პაპარაცმა შეძლო ავტომობილის მხოლოდ უკანა ნაწილის გადაღება.
ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ განახლებული მოდელის უკანა ნაწილი რადიკალურად განსხვავდება მის წინამორბედთან შედარებით. კროსოვერის მეოთხე თაობის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 15 სექტემბერს ფრანკფურტის ავტოსალონში.