ვიდეო

Published on: 17 July 2015

BMW M2 Coupe ტესტირების დროს დააფიქსირეს (ვიდეო)

BMW M2 Coupe ტესტების დროს დააფიქსირეს. როგორც ჩანს ის თითქმის მზად არის და ბავარიული კომპანია განსაკუთრებულად არ ცდილობს მის დამალვას.

ახალი მოდელი ატარებს კოდურ სახელწოდება F87 -ს. იგი აღჭურვეს 3,0 ლიტრი მოცულობის მქონე 6 ცილინდრიანი ტურბინირებული ბენზინის ძრავით. იგი გამოიმუშავებს 370 ცხენის ძალასა და 465 ნმ ბრუნვით მომენტს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაცემათა კოლოფს გამოიყენებს კომპანია.

ავღნიშნავთ, რომ M235i -ის ფასი გერმანიაში 44 900 ევროდან იწყება, ასე რომ M2 -ის საწყისი ფასი 50 000 ევროზე მეტია მოსალოდნელი. სავარაუდოდ მისი გაყიდვები დაიწყება წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში.

თეგები: ,


Back to Top ↑