სტატიები

Published on: 06 July 2015

გერმანიაში გასაყიდად BMW M1 გამოიყვანეს

თუ თქვენ გინდათ შეიძინოთ ავტომობილი რომლის მსგავსიც სხვას არავის ჰყავს, მაშინ თქვენ გაგიჩნდათ მშვენიერი შანსი – გერმანიაში გასაყიდად გამოიყვანეს BMW M1 -ის უნიკალური ეგზემპლარი, რომელიც ბაზარზე 1981 წელს გამოვიდა.

ავტომობილის გამყიდველი მასში ითხოვს 965 000 ამერიკულ დოლარს, მოცემულ თანხაში მყიდველი მიიღებს 17 000 კილომეტრის გამავლობის სპორტულ ავტომობილს მშვენიერ მდგომარეობაში. ამასთან ერთად ავტომობილს აქვს Polaris Silver ფერი.

002

საქმე იმაშია, რომ თავის დროზე BMW -მ გამოუშვა M1 -ის 453 ერთეული, ამასთან ერთად მხოლოდ 3 მათგანი შეიღება Polaris Silver ფერად. ასეთ ფერად შეღებილი ერთი მოდელი იყო BMW M1 -ის პროტოტიპი, რომელიც არ გაიყიდება. მეორე ავტომობილი სპეციალურად ამ ფერად შეიღება იმ დროის ბიზნესმენისთვის – ბერნი ეკლსტოუნისთვის, რომელიც ხელმძღვანელობდა ფორმულა 1 -ს. ხოლო მესამე ეგზემპლარი არის ის, რომელიც ახლა გამოტანილია გასაყიდად.  ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის მფლობელი ყიდის იშვიათ BMW M1 -ს, კუზაოს ექსკლუზიური ფერით.

003

ავტომობილი აღჭურვილია 6 ცილინდრიანი აგრეგატით, რომლის მოცულობაც შეადგენს 3,5 ლიტრს. ეს უნიკალური სპორტული ავტომობილი გამოიმუშავებს 277 ცხენის ძალას.

004

რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის არის 5 საფეხურიანი მექანიკა. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 5,5 წმ -ში. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც შეუძლია განავითაროს ავტომობილს აღწევს 260 კმ/სთ -ს.

013

005

006

007

008

009

010

011

012

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑