Published on: 31 March 2015
Brabus -მა Mercedes-Benz C-Class -ის უნივერსალზე წაიმუშავა
Brabus -მა წაიმუშავა Mercedes C-Class -ის უნივერსალზე, რის შედეგადაც ავტომობილი გაცილებით მკაცრი და ძლიერი გახდა.
საფუძვლად გამოყენებულია AMG Line. ავტომობილი აღჭურვეს 20 დიუმიანი დისკებითა და ოთხ მილიანი გამოსაბოლქვი სისტემით, იგი დაადაბლეს 30 მმ -ით.რაც შეეხება სალონს, აქ ხალიჩებისა და სხვა პატარ-პატარა დეტალებთან ერთად გამოჩნდა მეტალის პედლები და შედარებით ფართო სპიდომეტრის სკალა.
ჩ250 -ის ბენზინის ოთხ ცილინდრიანი ძრავის გაძლიერებას, რომლის ცხენის ძალაც შეადგენს 211 ერთეულს, Brabus-ში გვთავაზობენ 34 ცხ.ძ. -ითა და 50 ნმ -ით გაზრდას. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი 100 კმ/სთ -ს განავითარებს 6,5 წამში. უმცროს C180 -ისა და C200 -ისთვის შესაძლებელია სიმძლავირს გაზრდა შესაბამისად 21 ცხ. ძ -ითა(50ნმ) და 41 ცხ.ძ -ით(30 ნმ). დიზელის ვარიანტებში C220 -ისა და C250 -ის სიმძლავრის გაზრდას ატელიეში გვთავაზობენ 35 და 41 ცხენის ძალებით.