Published on: 27 November 2014
Mercedes-Benz CLA უნივერსალად იქცა
Mercedes-Benz -მა ოფიციალურად შეავსო CLA ოჯახი უნივერსალით. ახალი მოდელის გაყიდვები, რომელმაც მიიღო CLA Shooting Brake დასახელება, დაგეგმილია 2015 წლის დასაწყისში.
ავტომობილის სიგრძე არის 4630 მმ, სიგანე 1777 მმ, ხოლო სიმაღლე 1435 მმ. მისი საბარგულის მოცულობა შეადგენს 495 ლიტრს, ხოლო სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მისი მოცულობა იზრდება 1328 ლიტრამდე.
ავტომობილი აღიჭურვება 136 და 170 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავებით. ხოლო ბენზინის ვარიანტში შეგვხვდება 122 -211 ცხენის ძალის მქონე ძრავები. ასევე 2 ლიტრი მოცულობის 360 ცხენის ძალის მქონდე ძრავა (AMG ვერსია).
რაც შეეხება ფასებს, ევროპაში CLA Shooting Brake ეღირება დაახლოებით 32 000 ევრო. შედარებით ძვირი ეღირება CLA 45 AMG Shooting Brake, რომლის ღირებულებაც 54 000 ევროს უტოლდება.
ნახეთ ავტომობილის ოფიციალური ფოტორები: