სტატიები

Published on: 28 October 2019

BMW-მ მძლავრი უნივერსალი M340I XDRIVE TOURING-ი წარმოადგინა

BMW-ეს უნივერსალი მართალია სიახლე არ არის, მაგრამ 3,0 ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ძრავით(B58B30) ავტომობილი მხოლოდ აღლა აღჭურვეს, რის შემდეგაც ის 374 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელის მოყვარულებს ავტომობილის საყიდლად ახალი სტიმული გაუჩნდათ.

ახალი ძრავა 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეთანხმებით მუშაობს. 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი 4,5 წამში აკეთებს, რაც სედანის მაჩვენებელზე მხოლოდ 0,1 წამით არის მეტი. დამატებითი ტექნიკური მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს ის, რომ უნივერსალი, ისევე როგორც სედანი, M Sport-ის 10 მმ-ით დადაბლებული დაკიდების სისტემით აღიჭურვება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑