სტატიები

Published on: 23 September 2019

ელექტრონული BMW 7-Series-ი მარკის ისტორიაში ყველაზე სწრაფი იქნება

BMW Blog-ის ონლაინ გამომცემლობისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შემდეგი თაობის BMW 7-Series-ის ფლაგმანური სედანის შესახებ. ახალი მოდელის TOP ვერსია ბავარიული მარკის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გახდება. 7-ე სერიის ახალი “მწვანე” თაობა მიიღებს აღნიშვნა “i7”-ს. საბაზისო ვარიანტი ორი ელექტრონული ძრავით აღიჭურვება, რომელთა საერთო სიმძლავრეც 550 ცხენის ძალა იქნება.

ავტომობილის “ტოპ” მოდიფიკაცია მიიღებს 680 ცხენის ძალასა და კოდურ აღნიშვნა 7IS-ს. მას 0-100 კმ/სთ აჩქარების გაკეთება სამ წამში შეუძლია. რაც შეეხება გავლის მანძილს, 120 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა ერთ დამუხტვაზე 600 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. ვარაუდობენ, რომ ავტომობილი Porsche Taycan-ს გაუწევს კონკურენტობას.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑