სტატიები

Published on: 10 September 2019

წარმოდგენილი იქნა ახალი BMW 4-Series-ი

ფრანკფურტში  BMW-მ კონცეპტ ქარი გამოიყვანა, ამასთან დადო დაპირება, რომ სერიული ვარიანტი პროტოტიპთან 85%-იან მსგავსებაში იქნება.

როდესაც ახალი სერიული 4-series-ის დებიუტი შედგება, მისი ამოცნობა ადვილად იქნება შესაძლებელი მოზრდილი რადიატორის ჩარჩოთი, რომელიც უკვე კონცეპტზეა და შეუცვლელად გადავა სერიულ ვარიანტზეც. შეგახსენებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება პირველად 7-series-სა და X7-ის კროსოვერში იქნა გამოყენებული.

4-Series-ს ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ავტომობილი აღიჭურვება 2,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით – ინდექსით B48. ძრავა, “ბუსტის” გათვალისწინებით, გამოიმუშავებს 184 ან 252 ცხენის ძალას.  გადაცემათა კოლოფი – რვასაფეხურიანი “ავტომატიკა”. ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, როგორც უკანა ასევე სრულამძრავიანი ვერსიით.

 

თეგები: ,


Back to Top ↑