ვიდეო

Published on: 03 September 2019

Bugatti Chiron-ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სპორტქარად იქცა – 490 კმ/სთ

კომპანია Bugatti-მა სერიულ ავტომობილებში ახალი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად Chiron-ი გააძლიერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰიპერქარს 490 კმ/სთ სიჩქარის განვითრება შეეძლება, ამასთან გაყიდვებშიც გამოვა.

რეკორდული გამოსვლა 2 აგვისტოს Volkswagen-ის პოლიგონზე გაიმართა. Bugatti Chiron-ის საჭეზე 58 წლის ბრიტანელი მრბოლელი ენდი უოლლესი იჯდა. სარეკორდი გასვლაზე მაქსიმალური სიჩქარე 490,484 კმ/სთ დაფიქსირდა.

სერიულ სერიას სავარაუდოდ Super Sport-ი ერქმევა. ავტომობილის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალიდან 1600 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

თეგები: , ,


Back to Top ↑