სტატიები

Published on: 26 August 2019

Toyota-ს ახალ სპორტქარს Porsche-ს ბაზაზე ააწყობენ

უცხოური გამომცემლობების ინფორმაციით, Toyota მოდელ MR2-ის გაცოცხლებას აპირებს, რომლისთვისაც Porsche Cayman-ის სავალი ნაწილები იქნება გამოყენებული. ეს ინფორმაცია ერთ-ერთ ღონისძიებაზე კომპანიის მთავარმა ინჟინერმა ტეტსუია ტადამაც დაადასტურა. უცხოელ კოლეგებთან საუბარში ის გამოტყდა, რომ ამ მოდელს თაყვანს სცემს. როდესაც ის აქტუალურ Toyota Supra-ზე მუშაობდა, მის განკარგულებაში Porsche Boxter-ი იყო და სუპტრას რეზლტატებიც მას უტოლდებოდა.

ახალი Toyota 2015 წლის კონცეპტ S-FR-ის დიზაინს აიიღებს. რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებზე ინფორმაცია არ არის. თუმცა უკვე არის ვარაუდები, რომ ავტომობილი სრულიად ელექტრონული იქნება.

თეგები: , ,


Back to Top ↑