Published on: 08 June 2018
ყველაზე სწრაფი Tesla “კოსმიურ” ოფციას მიიღებს
ახალი თაობის Tesla Roadster-ი ახალ ოფციონალურ პაკეტს მიიღებს სახელწოდებით «SpaceX». დეტალური ინფორმაცია, თუ რა იქნება ამ ელექტრონული ავტომობილების მფლობელებისთვის შეთავაზებული, Tesla-ს ხელმძღვანელი ჯერ არ ახმაურებს. სავარაუდოდ საუბარია ელექტრონული Roadster-ის წარმადობისა და დინამიური მახასიათებლების გაზრდაზე. ამას თვითონ პაკეტის სახელწოდებაც მიგვითითებს.
შეგახსენებთ, რომ SpaceX ილონ მასკის ახალი კომპანიაა რომელიც რაკეტების გაშვებითაა და კოსმოსის შეცნობით არის დაკავებული. ამასთან ამ კომპანიის საშუალებით მასკმა წლის დასაწყისში Tesla Roadster-ი კოსმოსში გაუშვა .
Tesla Roadster-ი აღჭურვება სამი ელექტრონული ძრავით, რომლებიც საერთო ჯამში 10 000 ნმ ბრუნვით მომენტს გამოიმუშავებენ. 0-96 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ავტომობილს 1,9 წამი სჭირდება და ერთ დამუხტვაზე 1000 კმ-მდე მანძილის დაფარავს. ავტომობილი გაყიდვაში 2020 წლის შემდეგ გამოვა და 200 000 ამერიკული დოლარი ეღირება.