სტატიები

Published on: 08 February 2018

Tesla-ს ავტომობილი მარსისკენ მიემართება! ანიმაციური ვიდეორგოლი ილონ მასკის ტრიუმფის დემონსტრირებისთვის!

ბიზნესმენმა და გამომგონებელმა – ილონ მასკმა დანაპირები შეასრულა და Tesla-სავტომობილი მარსზე გაუშვა. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ილონის პირადი Roadster კოსმოსური ხომალდით, მომღერალ დევიდ ბოუის სიმღერის – Life on mars-ისთანხლებით, ახლა ჩვენგან ძალიან შორს, ამოუცნობი მარსისკენ მიემართება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სენსაციური და ისტორიულია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიის SpaceX-ის Falcon Heavy, რომლის დახმარებითაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. ამ მოვლენის ღერძი სწორედ ეს კოსმოსური რაკეტა გახდა, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ყველა აქამდე არსებულისგან განსხვავებულია და რაკეტის მრავალჯერად გამოყენებას ხდის შესაძლებელს. Falcon Heavy ნახტომია კაცობრიობისთვის, კოსმოსის შესწავლის მიმართულებით. გარდა ამისა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სენსაციური სარეკლამო აქტი, Tesla-ს ავტომობილის მონაწილეობით. SpaceX-მა და ილონმასკმა საზოგადოებისთვის ამ მოვლენის დემონსტრირება ანიმაციური ვიდეორგოლით გადაწყვიტეს.


Back to Top ↑