სტატიები

Published on: 19 September 2017

ლონდონის ორსართულიანი ავტობუსები კანალიზაციაში არსებული ცხიმით დაიმუხტებიან

რამოდენიმე დღის წინ ლონდონის კომუნალურმა სამსახურმა საკანალიზაციო მილში “ცხიმის აისბერგი” აღმოაჩინა, რომლის წონაც 130 ტონას იწონი. აღნიშნული შედგება მილში გაჭედილი საკვები ცხიმისა და სხვა ნაგვისგან, რასაც ქალაქის მაცხოვრებლები კანალიზაციაში უშვებდნენ.

კომპანია Thames Water -ი, რომელიც დაკავებულია ლონდონის წყალმომარაგებითა და დასუფთავებით, გაყინული ცხიმის საწვავად გადაქცევას გეგმავს.

“ცხიმის აისბერგის” გადამუშავებით შესაძლებელი იქნება 10 000 ლიტრი ბიოსაწვავის მიღება. სავარაუდოდ საწვავის ეს რაოდენობა 350 ორსართულიან ავტობუსს ეყოფა ერთი დღის განმავლობაში.

 

თეგები:


Back to Top ↑