Published on: 15 October 2014
გალფი მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს – G-Force ევრო დიზელს სთავაზობს
გალფის ახალ საწვავს, G-Force-ს, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის მზადდება, კომპანიამ კიდევ ერთი პროდუქტი G-Force ევრო დიზელი შემატა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ევრო 5-ის სტანდარტის პროდუქტების შემოტანა ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, რასაც პირველ რიგში საწვავის ხარისხი უზრუნველყოფს.
15 ოქტომბერს, სანაპიროზე მდებარე გალფის ავტოგასამართ სადგურზე, გაიმართება აღნიშნული ახალი საწვავის პრეზენტაცია, რომელსაც გალფის კომერციული დირექტორი წარუძღვება.
ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული ევრო დიზელის მომხმარებელი Gulf Club-ის წევრები რომელთაც საჩუქრად გადაეცემა ახალი G-Force ევრო დიზელი და ზეთისხილის მსხმოიარე ჯიშის ნერგები, რომლებიც მომხმარებელმა მშრალ და ნათელ ადგილას უნდა დარგოს.
ახალი G-Force ევრო დიზელი სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 ის სტანდარტებს და მისი უნიკალურობა საწვავის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს:
• მატებს სიმძლავრეს ძრავს და საგრძნობლად ზრდის ავტომობილის სიჩქარეს
• წმენდს საწვავის შემფრქვევ სისტემებს და იცავს მას კოროზიისგან
• ამცირებს ხარჯს საწვავზე
• ამცირებს გამონაბოლქვს და ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფას
• ამცირებს ძრავის ხმაურს, როგორც დაბალ, ასევე მაღალ ტემპერატურაზე
სპეციალურად გალფ კლუბის წევრებისთვის, ნავთობკომპანია გალფმა სულ ცოტა ხნის წინ, გაზარდა ფასდაკლება საწვავზე და მომხმარებელს ბარათზე გაორმაგებული ქულების მიიღების საშუალება მისცა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კლუბის წევრების მიმდინარე ფასდაკლება 2 თეთრით გაიზარდა, რაც ჯამში ყოველ ლიტრ საწვავზე 5 და 8 თეთრამდე ფასდაკლებას გულისხმობს.