Published on: 09 September 2017
გაიცანით ყველაზე დიდი BMW – X7 iPerformance
გერმანულმა ავტომწარმოებელმა კონცეპტ BMW X7 iPerformance -ს ფარდა ახადა. ავტომობილის საჯარო პრემიერა 12 სექტემბერს ფრანკფურტის ავტოსალონში გაიმართება, მაგრამ უკვე ახლა ხელმისაწვდომია რამოდენიმე დეტალი და ავტომობილის ფოტოები. ის მიიღებს სავარძლების სამ რიგს და აღიჭურვება მინის პანორამული სახურავით.
ოფიციალური ინფორმაცია გაბარიტების შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ადრე გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯრებთ ავტომობილის სიგრძე 5 მეტრს უნდა აღემატებოდეს. ავტომობილის სალონი განკუთვბილი იქნება 6 ადამიანისთვის. გარეგნულად X7 iPerformance ინარჩუნებს მარკის ხასიათს.
სალონში მძღოლის განკარგულებაშია ციფრული ხელსაწყოთა პანელი და საინფორმაციო-გასართობი სისტემის 23 დიუმიანი ეკრანი. უკანა სავარძლები ასევე აღჭურვილია ჩაშენებული მონიტორებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მულტიმედიურ სისტემასთან.
ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს ჰიბრიდულ ძალურ აგრეგატს, რომლის მახასიათებლებიც ჯერ-ჯერობით უცნობია. ამასთან ნავარაუდებია, რომ X7 -ის სერიულ ვერსიების კაპოტ ქვეშ შესაძლოა V8 და V12 ძრავებიც გამოჩნდეს.