სტატიები

Published on: 20 March 2017

1989 წლის Mercedes-Benz 500SL -ი

Mercedes-Benz R107, იგივე 500Sl -ი, ბრიტანელი ავტომოყვარულების სასურველ მანქანად ითვლება. ახლა კი ლონდონურმა კლასიკური ავტომობილების გამყიდველმა კომპანია Hexagon Classics -მა ის გასაყიდად გამოიტანა. 1989 წლის ამ კაბრიოლეტს სულ რაღაც 1 550 კმ. აქვს განვლილი.

ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაში იმყოფება. ის აღჭურვილია კონდიციონერით, სავარძლების გამათბობლით, კრუიზ-კონტროლით. კაპოტ ქვეშ კი იმალება 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა.

იმის მიუხედაად, რომ Mercedes-Benz 500 SL -ი არ ითვლება ძალიან იშვიათ ეგზემპლარად, ქარხნული კომპლექტაცის, მარჯვენა საჭისა და პატარა გარბენის მქონე ორიგინალი მოდელის პოვნა არც თუ ისე ადგილია. შესაბამისად ფასიც დიდი აქვს – £94 995 .

თეგები: ,


Back to Top ↑