Published on: 21 August 2015
გაიცანით 2016 წლის Kia Optima -ს ევროპული ვერსია
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა 2016 წლის Kia Optima -ს ევროპული ვერსიის ფოტოები. ავტომობილმა მიიღო შეცვლილი წინა და უკანა ბამპერები, შეცვლილი LED განათება. თითქმის არანაირი ცვლილებები არ მომხდარა ავტომობილის ინტერიერში.
2016 წლის Kia Optima -ს ცოცხლად ნახვა შესაძლებელი იქნება ფრანკფურტის ავტოსალონზე. რის შემდეგაც დაიწყება ავტომობილის გაყიდვები. ჩვენი კოლეგების ინფორმაციით ინტერნეტ სივრციდან, ევროპული ვერსის საბაზისო ძრავა იქნება 141 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი 1,7 ლიტრი მოცულობით. ასეთი Kia Optima აღიჭურვება როგორც მექანიკური 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, ასევე 7 საფეხურიანი ავტომატიკით.
საუბრობენ ასევე 247 ცხენის ძალის მქონე 2,0 ლიტრიან ვერსიაზეც, რომელიც გაბარიტებში გაზრდილ Kia Optima -ს იმიჯს უფრო შეეფერება.