სტატიები

Published on: 02 March 2015

Yamaha -ს სურს მოტოციკლის ბიზნესის შემოსავალი გაზარდოს

როგორც Yamaha -ს კომპანიაში აღნიშნეს, რომელიც ითვლება მოტოციკლების მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილეს მწარმოებლად, 2018 წლისთვის მათ მოტოციკლების ბიზნესიდან შემოსავალი ორჯერ უნდა გაზარდონ.

ხარჯების შემცირების გარდა, მოგების გაზრდა იგეგმება ახალი პროდუქტების შემოყვანითაც. როგორც Yamaha -ს გენერალურმა დირექტორმა ხიროიუკი იანაგიმ ინტერვიუში განაცხადა, ამდროინდელი გეგმით მოტოციკლის ბიზნესის ზღვარი გაიზრდება 10% -ით. თუკი ეს რეალიზებური გახდება, მაშინ 2018 წლის ბოლოსთვის Yamaha -ს ამჟამინდელი ოპერაციული მოგება 26%  გაიზრდება 50% -მდე.

2014 წელს Yamaha -მ წარმოადგინა შედარებით ენერგოეფექტური მოდელები, იმ მიზნით, რომ წარმოდების ხარჯები შესაძლოა შემცირდეს 20% -ით. იანაგის პროგნოზით, 8 წლიანი ზარალის შემდეგ, მოტოციკლის ბიზნესი განვითარებად ქვეყნებში შესაძლოა უკვე ამ წელს გავიდეს მოგებაზე.

ტოკიოში ბოლო ვაჭრობაზე Yamaha-ს  აქციები 4% -ით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 19% -ით გაიზარდა.


Back to Top ↑