სტატიები

Published on: 29 November 2019

ატელიე AC SCHNITZER-მა ახალი Toyota Supra უფრო “გააბრაზა”

გერმანულმა ტიუნინგ-ატელიე  AC Schnitzer-მა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ამ საქმიანობით არის დაკავებული და სპეციალიზირებულია BMW-სა და Mini-ს მარკის ავტომობილებზე, გადაწყვიტა თავისი შესაძლებობები Toyota Supra-ზე გამოეცადა.

ექსტერიერის მხრივ დატიუნინგებული Supra სტანდარტულისგან წინა სპლინტერით, გაზრდილი უკანა ბამპერით, სავენტილაციო ხვრელების მქონე კაპოტით, ანტიკრილოთი და გვერდითა “კაბებით” განსხვავდება. გერმანელებმა უყურადღებოდ არც ძრავა დატოვეს და 3,0 ლიტრი მოცულობის ძრავიდან, რომელიც 340 ცხენს გამოიმუშავებდა 400 ცხენი ამოიღეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი ავტომობილის დინამიკაზე, არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ სტანდარტული სუპრა 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4,3 წამში აკეთებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑