სტატიები

Published on: 08 July 2019

წარმოდგენილი იქნა რბოლის ახალი სახეობა-რალი ელექტრონული ავტომობილებით

ელექტრონული ყველგანმავლის E-SUV Odyssey21 -ის პრეცენტაციას ახალი სარბოლო სახეობის წარმოდგენაც მოჰყვა. ზუსტად ასეთი ავტომობილებით მიიღებენ მონაწილეობას მრბოლელები აღნიშნულ ღონისძიებაში. მათ შეეძლებათ შეიტანონ ცვლილებები ავტომობილის ზოგიერთ დეტალში.

ჩემპიონატი სტარტს 2021 წელს იღებს, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველაზე ექსტრემალურ ადგილებში: ჰიმალაიში, საჰარას უდაბნოში, ამაზონის ტყებსა და არქტიკაში გაიმართება.

ავტომობილი აღჭურვილი ორი ძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრე 558 ცხენის ძალას უდრის, ხოლო 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4,5 წამში აკეთებს. უსაფრთხოების კარკასის ჩათვლით ავტომობილის მასა 1650 კილოგრამს უტოლდება.

 


Back to Top ↑