Startaperi

სტატიები

Published on: 03 February 2019

Volkswagen Polo და Golf-ი ბუნებრივ აირზე მომუშავე ვერსიებს მიიღებენ

ჰიბრიდებსა და ელექტრონულ ავტომობილებს Volkswagen Group-ი მომავლის ტრენდებად თვლის. თუმცა შიდა წვის ძრავები კიდევ მრავალ წელს დაიკავებენ ბაზრის დიდ ნაწილს. მათთვის ვისაც სურს საწვავის მინიმალური დანახარჯი მიიღოს Volkswagen-ი სთავაზობს ბენზინის ძრავის მქონე მოდელებს, რომლებიც ბუნებრივ აირზეც იმუშავებენ.

SEAT Arona TGI-სა და Skoda Octavia G-TEC-ის გაშვების შემდეგ, ძირითადმა მრენდმა Volkswagen-მა წარმოადგინა Polo TGI-სა და Golf TGI-ის განახლებული ვერსიები. 1,0 ლიტრი მოცულობის სამ ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილმა Polo-მ მიღო 16,5 ლიტრი მოცულობის მესამე ავზი. WLTP-ის შეფასებით ბუნებრივ აირზე ავტომობილს 368 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. ავტომობილის სიმძლავრე 90 ცხენის ძალას შეადგენს.

რაც შეეხება Golf TGI-ს ავტომობილმა მიიღო 1,5 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც 100 კმ-ზე 3,5-3,6 ლიტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. მისი სიმძლავრე 130 ცხენის ძალას შეადგენს. თავის წინამორბედთან შედარებით Golf TGI-ის ბუნებრივი აირით 80 კმ-ით მეტის  გავლა შეუძლია.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑