Startaperi

სტატიები

Published on: 04 June 2019

Volkswagen-მა ახალი რეკორდი დაამყარა

გერმანული ავტომწარმოებელი იტყობინება, რომ მისმა ელექტროქარმა Volkswagen I.D.R-მა ნიუბურგრინგის ახალი რეკორდი დაამყარა. ავტომობილმა 20.8 კმ 6:05.336 წუთში გაიარა და რეკორდი 40.564 წამით გააუმჯობესა. შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი ჩინურ Nop EP9-ს ეკუთვნოდა.

Volkswagen I.D. R – ეს არის მომავალი სერიული ხაზის Volkswagen I.D-ის სარბოლო წარმომადგენელი. ამ პროტოტიპმა ასევე შეძლო Pikes Peak International Hill Climb-ის რბოლის რეკორდის დამყარება და გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე საუკეთესო რეზულტატის ჩვენება. ავტომობილი მაქსიმალურად მსუბუქი კონსტრუქციით არის აწყობილი და მძღოლთან ერთად 1100 კგ-ზე ნაკლებს შეადგენს. ის აღჭურვილია ორი ელექტრონული ძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა. 0-100 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად I.D R-ს 2,25 წამი სჭირდება.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑