სტატიები

Published on: 22 September 2018

Toyota-ს კიდევ ერთი ლეგენდალური ავტომობილის გაცოცხლება სურს

იაპონური კომპანია Celica-სა და MR2-ის შთამომავლების სპორტული ხაზის გაფართოებაზე ფიქრობს. შესაბამისი გეგმების შესახებ, Toyota Supra-ს პროექტის მთავარი ინჟინრის დამხმარემ, მასაიუკი კაიმ ისაუბრა. მისი თქმით ახალი ავტომობილის შესაქმნელად შესაძლოა სხვა ავტომწარმოებელთან ითანამშრომლონ.

“ჩვენ გვინდა გავაცოცხლოთ Celica, ჩვენ გვინდა გავაცოცხლოთ MR2. მას შემდეგ, რაც ბაზარზე Supra დავაბრუნეთ, აუცილებელია დავაკვირდეთ თუ რა უნდათ ჩვენს კლიენტებს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება” – განაცხადა მასაიუკი კაიმ.

ამასთან, ინჟინრმა Celica-ს სრულამძრავიან კომპაქტური კუპის სახით დაბრუნებაზე გააკეთა მინიშნება, რომელიც უკანა ამძრავიან Toyota GT-სა და Supra-ს ხაზს შეავსებს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑