სტატიები

Published on: 25 December 2017

TOP 10 ავტომობილი, რომლებმაც 2017 წელს გაამართლეს და არ გაამართლეს კლიენტების მოლოდინი

2017 წლის იმ ავტომობილების ათეულის სათავეში, რომლებმაც გაამართლეს კლიენტების მოლოდი, მოხვდა Tesla Model S -ი. დადებით მხარეშე ექსპერტები აღნიშნავენ სტანდარტულ კომპლექტაციაში არსებულ სრულ ამძრავიანობას, ბატარეის სწრაფ დამუხტვასა და ერთ დამუხტვაზე დასაფარ მანძილს.

სიაში მეორე ადგილს იკავებს Porsche 911. რეიტინგის შემდგენები აღნიშნავენ, რომ ავტომობილმა საბაზისო ვერსიაში მიიღო 370 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავა, ხოლო მოდიფიკაცია Carrera S -ი უკვე 420 ცხ.ძ. -ის მქონე ვერსიით აღიჭურვება. სამეულს ხურავს Chevrolet Corvette , რომლის დადებით მხარეებში აღინიშნება ალუმინის კონსტრუქცია, რომელისც ავტომობილის წონას მნიშვნელოვნად ამცირებს.

იმ ავტომობილების ათეულში, რომლებმაც კლიენტების იმედები გაამართლეს შევიდნენ: Lincoln Continental, Ford F-350, Mazda MX-5 Miata, Toyota Prius, Tesla Model X, Honda Odyssey და Dodge Challenger.

ავტომობილების სათავეში, რომლებმაც მომხმარებლის მოლოდინი არ გაამართლეს, მოექცა Mercedes-Benz GLA , თავისი მაღალი ფასით, ცუდი ხმის იზოლაციითა და გადაცემათა კოლოფით.

მეორე ადგილს იკავებს Nissan Sentra, რომელშიც აღინიშნება მძღოლის ცუდი სავარძელი და ნელი დინამიკა. სამეულს ხურავს  Acura ILX, რომელმაც კლიენტები 2,54 ლიტრი მოცულობის ძრავით დატოვა უკმაყოფილო.

ათეულს ავსებენ: Chevrolet Trax, Nissan Versa Sedan, Dodge Journey, Infiniti QX60, Ford Transit Connect, Fiat 500 და Dodge Grand Caravan.

თეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , ,


Back to Top ↑