სტატიები

Published on: 05 September 2018

Toyota მილიონ ჰიბრიდულ Prius-სა და C-HR-ს უკან იხმობს

კომპანია Toyota Motors-ი 1 030 000 ავტომობილს აალების რისკის გამო უკან იხმობს. ეს ეხება Prius-ისა და CH-R-ის ჰიბრიდულ ვერსიებს. როგორც Bloomberg-ი აცხადებს ყველაზე მეტად დაზარალდნენ Toyota-ს იაპონური და ამერიკული მოდელების მეპატრონეები. ამომავალი მზის ქვეყანაში ეს პრობლემა შეეხო 554 000 ავტომობილს, ხოლო შტატებში 192 000-ს. კიდევ რომელ ქვეყანაში გაემგზავრებიან ხსენებული ავტომობილების სერვისზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

მიზეზი რომლის გამოც Toyota-მ სერვის კამპანია გამოაცხადა საკმაოდ სერიოზულია. მართვის ბლოკიდან ძრავისკენ გამავალი სადენი დროთა განმავლობაში შეიძლება გაიცვითოს და ეს მოკლე ჩართვის მიზეზი გახდეს, რასაც შემდგომში შესაძლოა აალებაც მოჰყვეს. თუმცა, ჯერ-ჯერობით ასეთი შემთხვევა სულ ერთხელ დაფიქსირდა.

 

თეგები: ,


Back to Top ↑