სტატიები

Published on: 21 January 2017

სასამართლო აშშ -ში: Tesla -ს ავტოპილოტი “გამართლებულია”.

აშშ-ში უსაფრთხო სატრანსპორტო მოძრაობის ნაციონალურმა სამართველომ (NHTSA)  Tesla -ს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება დახურა, რომელიც 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაიხსნა (დაიღუპა ავტომობილის მძღოლი ჯოშუა ბრაუნი).

მაშინ ბევრმა Tesla -ს ავტოპილოტი დაადანაშაულა. მომხდარმა ავტოპილოტის მქონე ავტომობილების შემუშავებლები ( თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მსოფლიოში) გადაწყვეტილების მოლოდინში ჩააგდო, რადგან თუ დამნაშავედ ავტოპილოტს სცნობდნენ, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებდა სერიულ ავტომობილებში ავტოპილოტის ფუნქციის ინტეგრირების პროცესს.

როგორც აღმოჩნდა, ავტოსაგზაო შემთვევა მოხდა არა ავტოპილოტის გამო, არამედ სატვირთოსი, რომელიც გზაზე მოულოდნელად გამოვიდა, Tesla -ს ავტომობილი კი მის მისაბმელს შეუვარდა. ამასთან Tesla -ს ხელმძღვანელობამ არაერთხელ თქვა, რომ ავტოპილოტი მძღოლის სრულფასოვან შემცვლელი არ არის. ის მხოლოდ ეხმარება მას.

შემთხვევის შემდეგ “ტესლამ” პრეს რელიზში ავტოპილოტის პრობლემები აღიანა და დასძინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმის გამო, რომ ავტოპილოტმა დღის ფონზე დიდი თეთრი მისაბმელი  ვერ “დაინახა”. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ სიმაღლის გამო ავტოპილოტის პროგრამას სატვირთოს მისაბმელი შესაძლოა ჩამოკიდებულ საგზაო ნიშნად მიეღო.

ინციდენტის შემდეგ Tesla -ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა  სისტემის განახლების გამოსვლის შესახებ განაცხადა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Hardware Two და შეიცავს რვა ვიდეოკამერას – ერთ ფრონტალურის ნაცვლად, თორმეტ ულტრახმოვან სენსორს, გაუმჯობესებულ რადარს, უფრო დიდი წარმადობის მქონე კომპიუტერსა და სხვა.

კომპანიის ინფორმაცით ავტოპილოტის სისტემით აღჭურვილი Tesla -ს ავტომობილები 40% -ით იშვიათად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში იმ ავტომობილებთან შედარებით რომლებსაც ეს ფუნქცია არ აქვთ. ჯონ ბრაუნის სიკვდილი კი პირველია 130 მლნ მილში, რომელიც Tesla -ს ავტომობილებმა ავტოპილოტის რეჟიმში გაიარეს. ამასთან სტატისტიკის მიხედვით ჩვეულებრივ ავტომობილებში დაღუპვის შემთხვევები დაახლოებით ყოველ 94 მლნ მილში იჩენს თავს.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑