Startaperi

სტატიები

Published on: 05 July 2019

BMW და MERCEDES-ი ავტოპილოტის ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ

კომპანია BMW-მ და კონცერნმა Daimler-მა გააფორმეს ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ შემდეგი თაობის ავტომატური მართვის სისტემების დარგში ითანამშრომლებენ.

სტრატეგიული პარტნიორობა ითვალისწინებს ავტომატიზაციის მაღალი დონის მქონე მართვის სისტემების შემუშავება და “მათი მასიურ ბაზარზე დროზე გამოყვანა”. საუბარია მეოთხე დონის ავტოპილოტზე, რომელიც 2024 წლიდან BMW-სა და Mercedes-Benz-ის ავტომობილებში იქნება გამოყენებული.

პროექტში ორივე ავტომწარმოებლის 1200-ზე მეტი სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები BMW-ს სამეცნიერო-კვლევით და Mercedes-ის ტექნოლოგიურ ცენტრებში იმუშავებენ.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑