სტატიები

Published on: 27 February 2017

Nissan -მა ევროპულ გზებზე უპილოტო ავტომობილის ტესტები დაიწყო

იაპონური ფირმა Nissan -ი, ევროპის საერთო მოხმარების გზებზე, უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიის დემონსტრირებას ტესტების ფარგლებში პირველად აკეთებს. როგორც პრეს-ცენტრში აღნიშნეს საცდელი გასვლები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართ.

კომპანიაში ამ პროექტის ფარგლებში სურთ მიაღწიონ გამონაბოლქვისა და მსხვერპლის ნულოვან მაჩვენებელს. ავტომობილი აღჭურვილია მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარით, ლაზერული სკანერით, ვიდეთვალებით, მაღალსიჩქარიანი კომპიუტერული ჩიპებით, HMI -ის  (Human Machine Interface) სპეციალური ინტერფეისითაა და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებებით.

“ინოვაციებისადმი მისწრაფება და არაორდინალურობა ყოველთვის არის Nissan -ისა და მისი თანამშრომლების “გულებში”. ავტომატური მართვის სისტემის ტექნოლოგიის გამოცდა ისეთ მოთხოვნად თანამედროვე ქალაში როგორიც ლონდონია, ხNissan Intelligent Mobility -ის კონცეფციის სიცოცხლეში მოყვანისადმი ჩვენს მზადყოფნას უსვამს ხაზს” – აცხადებს Nissan -ის კვლევებისა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ტაკაო ასამი.

2020 წლისთვის კომპანია პირობას იძლევა, რომ გამოუშვებს სისტემას, რომელიც ავტომობილებს მაგისტრალებსა და გზაჯვარედინების მქონე ქალაქის გზებზე დამოუკიდებლად გადაადგილებაში დაეხმარება .

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑