ცნობილები

Published on: 13 March 2015

ნინო მუმლაძე:”ძალიან მინდა ჩემი შემდეგი ავტომობილი Nissan Juke იყოს”.

რუბრიკაში ცნობილები  დღეს დრაივერის კითხვებს პასუხობს მსახიობი, ტელე და რადიო წამყვანი ნინო მუმლაძე.  

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

მართვის მოწმობა შარშან ივლისში ავიღე, მანქანა კი ნოემბერში ჩამომივიდა და მის შემდეგ ვმართავ ავტომობილს.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

როგორც ავღნიშნე ახალბედა მძღოლი ვარ და ეს ვერცხლიფერი Nissan March -ი ჩემი პირველი და ამჟამინდელი ავტომობილია.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი? Nissan-Juke

ოცნების მანქანა არ მყავს, თუმცა ძალიან მინდა ჩემი შემდეგი მანქანა Nissan Juke იყოს. ვნახოთ რამდენად მოვახერხებ, ამ ეტაპზე ასეთი მანქანის შეძენას ვერ მოვახერხებ, ვნახოთ რა იქნება რამდენიმე წელიწადში 🙂

D: რა საწვავს ასხამთ?

იაპონური მანქანაა და ამიტომ უპრობლემოდ ვასხავ რეგულარს 🙂 . ისედაც ძალიან ეკონომიური მანქანაა.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

სითიპარკმა მცა ერთხელ პატივი 😀 .

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

ეს ის აუცილებელი კომფორტია, რომლის გარეშეც ამდენს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, რამდენი საქმის გაკეთებაც დღის მანძილზე მიწევს.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით თავს ვერ დავდებ ძალიან მაგარ მძღოლობაზე, თუმცა ყველა ჩემი მეგობარი აღნიშნავს, რომ მშვიდად გრძნობენ თავს როდესაც მანქანას ვატარებ და ხშირადაც მაქებენ.

D: გიყვართ სიჩქარე?

კი, თან სულ მაგვიანდება და საკმაოდ ჩქარა დავდივარ.

თეგები: , , ,


Back to Top ↑