Startaperi

ცნობილები

Published on: 08 April 2015

მამულიჩა დრაივერთან ინტერვიუში

დრაივერი წარმოგიდგენთ ინტევიუს კახა მამულაშვილთან (მამულიჩა).

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?  10492296_10202994749324326_8286387125097834506_n

ავტომობილის მართვა 16 წლის ასაკში მე თვითონ ვისწავლე.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

მწვანე 01, 😀 , ჩემი ყოფილი მეუღლის ბაბუამ გვაჩუქა.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

ამჟამად ავტომობილი არ მყავს.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

ეგეთი ავტომობილი არ არის.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

კი , ტელეფონზე ლაპარაკის, სიჩქარის გადაჭარბებისა და პარკინსგის გამო, ისიც იშვიათად.

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

მხოლოდ სერვისი. ადრე უფრო სიამოვნებას მანიჭებდა.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

სანიმუშოდ ვერ ჩავთვლი თავს, მაგრამ კარგ მძღოლად მთვლიან, კარგად ვგრძნობ მანქანას. როცა ვჩქარობ წესებს ვარღვევ.

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

მამაჩემი არ მაძლევდა მანქანას, ჯერ არიციო ტარებაო, ვეუბნებოდი ვიცი მეთქი. სამჯერ ზედიზედ გამოვართვი და ერთხელ დავუსტუკე, ხოლო ორჯერ დავარტყი, როცა ავტომობილი უკან ბედნიერი სახით მიმყავდა. რატო ემართებოდა ვერ ვხვდებოდი, თითქოს ვიღაცამ მიმაწყევლა.

D: გიყვართ სიჩქარე?

კი, ადრე უფრო რისკიანი ვიყავი, ახლა დავწყნარდი 😀 .

თეგები: , ,


Back to Top ↑