სტატიები

Published on: 20 June 2018

მსოფლიოში კიდევ ერთი საავტომობილო ალიანსი გაჩნდება

Volkswagen AG და Ford Motor Company ახალი მოდელების შემუშავებასა და წარმოებაში ძალების გაერთიანებას გეგმავენ. მოცემულ მომენტში ავტო მწრამოებლები ერთობლივი მუშაობის პერსპექტივების შესწავლით არიან დაკავებულნი. Volkswagen-მა და Ford-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მომავალი თანამშრომლობის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ მხარეები ხაზს უსვავენ იმას, რომ ალიანსის შექმნა კომპანიის აქციების გაცვლასა და გაერთიანებამდე არ მივა.

კომპანიები თვლიან, რომ პოტენციური ალიანსი გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე გააუმჯობესებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით კლიენტების მომსახურების ხარისხს. უფრო დეტალურ ინფორმაციის გამხელას კომპანიები მომავლისთვის გვპირდებიან.


Back to Top ↑